სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი

Center of fine and Applied Arts

Search
Close this search box.

ლეილა (ლეი) გრიგოლია

ლეილა (ლეი) გრიგოლია (1989) – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (2011). სწავლობდა სტუმარი სტუდენტის სტატუსით ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის ვიზუალური კომუნიკაციის ფაკულტეტზე (2013-2015). მუშაობდა კროიცბერგის კულტურის სახლში, ოფორტის სახელოსნოში (2014-2015). დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრატურა (2022). „გრაფიკის თანამედროვე ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი (თბილისი 2018). ხელმძღვანელობს ოფორტის სახელოსნოს და უძღვება ოფორტის და კომპოზიციის სალექციო კურსებს. არის რამდენიმე პროექტის ავტორი და ორგანიზატორი, კერძოდ გიორგი (გოგი) წერეთელის კატალოგი,  „წიგნ-ალბომებისა და საიუბილეო წიგნების გამოცემა“ (2021). „სიანოტაიპი, ბეჭდვითი ტექნიკა“ ვორქშოპების სერია (2022). „როგორ მოვუაროთ ჩვენს ნამუშევარს“ ვორქშოპი (2022). „ექსლიბრისი“ ვორქშოპების სერია (2023). „ნამუშევრის ცხოვრების განვითარება“ ვორქშოპი (2023). „როგორ მოვუაროთ ჩვენს გრაფიკულ ნამუშევარს“ ვორქშოპი (2023). 2019 წლიდან მუშაობს მოწვეულ ბედაგოგად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში. უძღვება სალექციო კურსებს ქართული და ლათინური შრიფტი, პოსტერის დიზაინი, წიგნის გრაფიკა და ილუსტრაცია. 2007 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებსა და დაზგური გრაფიკის საერთაშორისო ბიენალეებზე. პერსონალური გამოფენა არტ-კაფე „FOXY”, ბერლინი (2014),გალერეა „ვანდა“, თბილისი (2016). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთის,  აშშ-ს კერძო კოლექციაში, და ტაივანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში.

leila.grigolia.1@iliauni.edu.ge.

LEILA (LEI) GRIGOLIA (1989) GRADUATED FROM TBILISI STATE ACADEMY OF ARTS  (BA) (2011). IN 2012 – 2015 LIVED IN GERMANY. IN 2013-2015 STUDIED AS A GUEST STUDENT AT THE UDK (UNIVERSITÄT DER KÜNSTE BERLIN) IN BERLIN, FACULTY OF VISUAL COMMUNICATION. WORKED  IN KREUZBERG’S HOUSE OF CULTURE, IN THE ETCHING WORKSHOP, AS A PRINTMAKER . IN 2022 GRADUATED FROM ILIA STATE UNIVERSITY(MA). IN ONE OF THE FOUNDERS THE “GRAPHIC CONTEMPORARY CENTER” (2018). AT THE CENTER SHE IS HEAD OF THE ETCHING WORKSHOP AND THE MENTOR OF THE ETCHING AND COMPOSITION COURSES. AS PART OF THE CENTER’S ACTIVITIES, SHE IS THE AUTHOR AND ORGANIZER OF SOME ART PROJECTS. CATALOGUE OF GIORGI (GOGI) TSERETELI, PROJECT “PUBLISHING OF BOOK-ALBUMS AND ANNIVERSARY BOOKS” (2021). “CYANOTYPE, PRINTMAKING TECHNIQUE” SERIES OF WORKSHOPS (2022). “HOW TO TAKE CARE OF OUR ARTWORKS” WORKSHOP (2022). “EX­_LIBRIS” SERIES OF WORKSHOPS (2023). “ARTWORK’S LIFE ONE ON ONE” WORKSHOP (2023). “CARE, MATTING AND FRAMING OF ARTWORKS ON PAPER” (2023). SINCE 2019 SHE HAS BEEN WORKING AS AN INVITED TEACHER (OF GEORGIAN AND LATIN FONT, POSTER DESIGN, BOOK GRAPHICS AND ILLUSTRATIONS) AT THE CENTER OF FINE AND APPLIED ARTS OF ILIA STATE UNIVERSITY. SINCE 2007, SHE HAS BEEN PARTICIPATING IN GROUP EXHIBITIONS AND INTERNATIONAL BIENNALES OF PRINTMAKING GRAPHICS. SHE HAD A SOLO EXHIBITION AT ART-CAFE “FOXY ”, BERLIN (2014), SOLO SHOW AT “VANDA ” GALLERY, TBILISI (2016). HER WORKS ARE PRESERVED IN PRIVATE COLLECTIONS IN GEORGIA, GERMANY, SPAIN, POLAND AND THE USA AND IN THE NATIONAL ART MUSEUM OF TAIWAN.