კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა / Computer Design and Easel Graphics

kompiuteruli-dizaini-da-dazguri-grapika

მოდულზე კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა ისწავლება ხელოვნების რამდენიმე მომიჯნავე და ურთიერთთავსებადი დარგი, კერძოდ

  • სასწავლო კურსში კომპიუტერული დიზაინი ისწავლება მრავალფეროვანი, ექსკლუზიური ნიმუშების შესრულება შემდეგ გრაფიკულ პროგრამებში Corel Draw, Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe Flash , Adobe In Design, 3D MAX
  • სასწავლო კურსში დაზგური გრაფიკა, ისწავლება ექსკლუზიური გრაფიკული ნიმუშების პრაქტიკული შესრულება შემდეგ სახეობებში ლინოგრავიურა, გრავიურა მუყაოზე, მონოტოპია, ქსილოგრაფია, ოფორტი (მშრალი ნემსი, მოწამლული შტრიხი, მეცოტინტო, აკვატინტა, ლავისი).
  • სასწავლო კურსში გამოყენებითი გრაფიკა, ისწავლება პლაკატის შესრულების ხელოვნება, წიგნის გრაფიკის კომპოზიციის ექსკლუზიური ესკიზის შემუშავება და მასალაში განხორციელება. ხელნაკეთი ქართული და ლათინური შრიფტების შესრულების ტექნოლოგია.

ამასთან, სავალდებულოა ძირითადი მოდულის შესწავლა, რომელიც აერთიანებს დისციპლინებს: ხატვის, ფერწერისა და პლასტიკური ანატომიის სტუდიერ კურსებსა და ორ არჩევით კურსს სახელოვნებათმცოდნეო მიმართულების დისციპლინებიდან. ძირითადი მოდულის ფარგლებში ისწავლება: აკადემიური ხატვის ძირითადი კანონები (კონსტრუქციული და პლასტიკური), ხატვის თეორიული და პრაქტიკული ელემენტები, ფორმის აგების ლოგიკა და სივრცის ორგანიზების ძირითადი პრინციპები. სახატავი მასალებით პლასტიკისა და ფაქტურის გადმოცემა. კოლორისტული ფერწერის უმნიშვნელოვანესი კანონები (ფერი, ტონი, კოლორიტი, განათება), ფერწერული მასალები (აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი) ტექნოლოგიური თავისებურებების დაცვით სხვადასხვა ტიპის ფერწერული ნამუშევრის შესრულება. ადამიანის მოძრაობისა და პლასტიკაზე მისი ხერხემლის, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემების გავლენის შესახებ ცოდნის გამოყენება შემოქმედებით მუშაობაში. 

Computer Design and Easel Graphics

The Module of Computer Design and Easel Graphics integrates several compatible fields of art. These are:

  • Computer Design. The course develops ability to create a variety of exclusive pieces of art exploiting the following computer graphics programs – Corel Draw, Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe Flash, Adobe In Design
  • Easel Graphics. The course builds the proficiency of designing the artworks exploiting the following techniques of panel drawing: linocut, cardboard engraving, monotyping, woodcut, printmaking (drypoint, etching, mezzotint, aquatint, gravure en lavis).
  • Graphic Design. The course teaches the poster art, the book design and the technology of Georgian and Latin handmade fonts.

Alongside this, students are required to complete the basic module combining drawing, painting, plastic anatomy and the theory of art. Thus the courses of the basic module focus on:
The basic principles of academic drawing (both the constructive and plastic ones), its theoretical and practical aspects, the logic of shaping and the basic rules of space organization as well as rendition of plasticity and texture by means of drawing materials.
The main principles of painting (color, tone, coloring, lighting) and the production of works of art using various types of painting media (watercolor, gouache, tempera, oil).
The knowledge of human body (the spin and the system of bones and muscles), its motion and plasticity; ability to apply this knowledge in one’s own artistic practice.