საიუველირო ხელოვნება (ოქრომჭედლობა და მინანქარი) / Jewellery Arts (Goldsmithery and Enamel)

saiuveliro-xelovbneba-(oqromchedloba,-minankari)

მოდულზე საიუველირო ხელოვნება (ოქრომჭედლობა და მინანქარი) ისწავლება ხელოვნების რამდენიმე მომიჯნავე და ურთიერთთავსებადი დარგი, კერძოდ

  • სასწავლო კურსში ოქრომჭედლობა, ისწავლება ძვირფასი ლითონების სინჯების განსაზღვრა; საოქრომჭედლო იარაღების გამოყენება; სხვადასხვა ტიპის საიუველირო ნაკეთობისთვის ესკიზის შესრულება; ესკიზის შესაბამისად სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების საიუველირო ნამუშევრის შექმნა.
  • სასწავლო კურსში მინანქრის ხელოვნება ისწავლება მინანქრის კომპოზიციის სხვადასხვა სახეობისთვის (ტიხრული, ტვიფრული, ვიტრაჟული) ესკიზის შესრულება. ტიხრებისა და მინანქრის ფერების გამოყენებით სხვადასხვა ტიპის მზა ნამუშევრის შესრულება.
  • სასწავლო კურსში მცირე პლასტიკა ისწავლება მცირე პლასტიკაში შესრულებული ნამუშევრისთვის სხვადასხვა ტიპის ესკიზის შესრულება. სხვადასხვა დანიშნულების პლასტიკური ფორმების შესრულებისთვის საჭირო მასალებისა და იარაღის გამოყენებით დასრულებული ნამუშევრის შექმნა.

ამასთან, სავალდებულოა ძირითადი მოდულის შესწავლა, რომელიც აერთიანებს დისციპლინებს: ხატვის, ფერწერისა და პლასტიკური ანატომიის სტუდიერ კურსებსა და ვიზუალური ხელოვნების თეორიულ-ანალიტიკურ კურსს. ძირითადი მოდულის ფარგლებში ისწავლება: აკადემიური ხატვის ძირითადი კანონები (კონსტრუქციული და პლასტიკური), ხატვის თეორიული და პრაქტიკული ელემენტები, ფორმის აგების ლოგიკა და სივრცის ორგანიზების ძირითადი პრინციპები. სახატავი მასალებით პლასტიკისა და ფაქტურის გადმოცემა. კოლორისტული ფერწერის უმნიშვნელოვანესი კანონები (ფერი, ტონი, კოლორიტი, განათება), ფერწერული მასალები (აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი) ტექნოლოგიური თავისებურებების დაცვით სხვადასხვა ტიპის ფერწერული ნამუშევრის შესრულება. ადამიანის მოძრაობისა და პლასტიკაზე მისი ხერხემლის, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემების გავლენის შესახებ ცოდნის გამოყენება შემოქმედებით მუშაობაში. მხატვრულ მიმდინარეობათა არსებითი ტენდენციების ანალიზი, კვლევა, პრობლემების წარმოჩენა; მხატვრული შემოქმედების პროცესის ანალიზი; მხატვრული ნაწარმოების სტრუქტურისა და სტილის ანალიზი

Jewellery Arts (Goldsmithery and Enamel)

The Module of Jewelry Art (Goldsmith and Enamel Art) integrates several compatible fields of art. These are:

  • Goldsmithery. In this course Students learn to determine the millesimal fineness of the precious metals, they become capable of using the goldsmith tools and develop skills of sketching and manufacturing of jewels of various types and functions.
  • Enamel. The course develops ability of sketching and manufacturing enamel artworks exploiting a variety of enamelling techniques (cloisonné, champlevé, basse-taille), paints and metals (silver, gold, copper, tombac).
  • Small Sculpture. The course teaches designing and manufacturing of small sculptures of various types and functions by exploiting the appropriate materials and tools.

Alongside this, students are required to complete the basic module combining drawing, painting, plastic anatomy and the theory of art. Thus the courses of the basic module focus on:
The basic principles of academic drawing (both the constructive and plastic ones), its theoretical and practical aspects, the logic of shaping and the basic rules of art