მოდის, მხატვრული ტექსტილისა და ფეხსაცმლის დიზაინი / Fashion Design, Artistic Textile And Footwear Design

modis,-mxatvruli-teqstilisa-da-pexsacmlis-dizaini

მოდულზე მოდის, მხატვრული ტექსტილისა და ფეხსაცმლის დიზაინი ისწავლება ხელოვნების რამდენიმე მომიჯნავე და ურთიერთთავსებადი დარგი, კერძოდ

  • სასწავლო კურსში ტანსაცმლის დიზაინი და კონსტრუირება ისწავლება ნებისმიერი სირთულის საავტორო საკოლექციო ანსამბლის ესკიზირება კოლექციის კონცეფციის შეაბამისად; ნებისმიერი სირთულის საკოლექციო ანსამბლისთვის თარგების შემუშავება ტანსაცმლის კონსტრუირების საფუძვლების გამოყენებით. მაკეტის დამზადება და სასურველ მასალაში შესრულება ტექნოლოგიური ოპერაციების ზუსტი დაცვით.
  • სასწავლო კურსში მხატვრული ტექსტილის დიზაინი ისწავლება მხატვრული ტექსტილის ყველა სახეობის – ბატიკის, შიბორის ტექნიკის, თექის პანოს, გობელენის, ხალიჩის და სხვა ნიმუშების შესრულება ტექნოლოგიური წესების დაცვით
  • სასწავლო კურსში ფეხსაცმლის დიზაინი და კონსტრუირება ისწავლება ფეხსაცმლის ტიპების კლასიფიკაცია, მათი კომპოზიციური და კონსტრუქციული თავისებურებები, ფეხსაცმლის ნუმერაციის სისტემა, ბუნებრივი, ხელოვნური და სინთეტური მასალით მუშაობის ტექნოლოგია, საჭირო იარაღებისა და დანადგარების გამოყენების ტექნიკა.

ამასთან, სავალდებულოა ძირითადი მოდულის შესწავლა, რომელიც აერთიანებს დისციპლინებს: ხატვის, ფერწერისა და პლასტიკური ანატომიის სტუდიერ კურსებსა და ვიზუალური ხელოვნების თეორიულ-ანალიტიკურ კურსს. ძირითადი მოდულის ფარგლებში ისწავლება: აკადემიური ხატვის ძირითადი კანონები (კონსტრუქციული და პლასტიკური), ხატვის თეორიული და პრაქტიკული ელემენტები, ფორმის აგების ლოგიკა და სივრცის ორგანიზების ძირითადი პრინციპები. სახატავი მასალებით პლასტიკისა და ფაქტურის გადმოცემა. კოლორისტული ფერწერის უმნიშვნელოვანესი კანონები (ფერი, ტონი, კოლორიტი, განათება), ფერწერული მასალები (აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი) ტექნოლოგიური თავისებურებების დაცვით სხვადასხვა ტიპის ფერწერული ნამუშევრის შესრულება. ადამიანის მოძრაობისა და პლასტიკაზე მისი ხერხემლის, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემების გავლენის შესახებ ცოდნის გამოყენება შემოქმედებით მუშაობაში. მხატვრულ მიმდინარეობათა არსებითი ტენდენციების ანალიზი, კვლევა, პრობლემების წარმოჩენა; მხატვრული შემოქმედების პროცესის ანალიზი; მხატვრული ნაწარმოების სტრუქტურისა და სტილის ანალიზი.

Fashion Design, Artistic Textile And Footwear Design

The Module of Fashion Textile and Shoemaking Design integrates several compatible fields of art. These are:

  • Fashion Design and Garment Construction. The course builds the proficiency of designing the authorial textile ensemble in accordance with the conception of a collection. Also the course develops ability of pattern making for the textile ensembles of various complexity. Students become capable of designing and producing the garment samples using the intended fabric and adhering to the appropriate technological operations.
  • Artistic Textile. The course develops ability to create pieces of textile design of all types (batik, shibori technique, felt panel, tapestry, carpet) in accordance with technological principles.
  • Footwear Design and Footwear Construction. In this course Students become acquainted with the classification of shoe types as well as their compositional and constructive features and the shoe sizing system. Students learn to work with the natural, artificial and synthetic materials and to exploit the necessary tools and equipment. Also The course builds the proficiency of designing and manufacturing of shoe samples of various types.

Alongside this, students are required to complete the basic module combining drawing, painting, plastic anatomy and the theory of art. Thus the courses of the basic module focus on:
The basic principles of academic drawing (both the constructive and plastic ones), its theoretical and practical aspects, the logic of shaping and the basic rules of space organization as well as rendition of plasticity and texture via drawing materials.
The main principles of painting (color, tone, coloring, lighting) and the production of works of art using various types of painting media (watercolor, gouache, tempera, oil).
The knowledge of human body (the spin and the system of bones and muscles), its motion and plasticity; ability to apply this knowledge in one’s own artistic practice.
The exploration of the essential tendencies and movements within the history of art; the practice of finding aesthetic solutions to visual issues and challenges; the ability to reflect on the creative process and analyse the structure and style of a piece of art.