ხატწერა, ხისა და ლითონის მხატვრული დამუშავება / Iconography, Artistic Processing of Wood and Metal

xatsera,-xisa-da-litonis-mxatvruli-damushaveba

მოდულზე ხატწერა, ხისა და ლითონის მხატვრული დამუშავება ისწავლება ხელოვნების რამდენიმე მომიჯნავე და ურთიერთთავსებადი დარგი, კერძოდ

  • სასწავლო კურსში ხატწერა, ისწავლება ნებისმიერი ტიპის ხატის შესრულება კანონიკისა და ტექნოლოგიური წესების დაცვით, დაზიანებული ხატისა და ფრესკის კონსერვაციისა და რესტავრაციის მეთოდები.
  • სასწავლო კურსში ლითონის მხატვრული დამუშავება ისწავლება ლითონის მხატვრული დამუშავების მრავალფეროვანი სახეობები (შავი ლითონების ცხელი და ცივი დამუშავება, ფერადი ლითონის ფურცლოვანი მასალის ჭედურობა, მოდელირება-ჩამოსხმა) კომპოზიციური თავისებურებები და მათი შესრულების ტექნოლოგიური წესები.
  • სასწავლო კურსში ხის მხატვრლი დამუშავება, ისწავლება ხის დეკორატიული დამუშავების სხვადასხვა სახეობა, ექსკლუზიური ნიმუშის შესრულება მასალაში ტექნოლოგიური პროცესებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
  • სასწავლო კურსში ნაგებობების აზომვა და პროექტირება, ისწავლება სხვადასხვა ტიპის ნაგებობების აზომვა-პროექტირება და კომპიუტერულ პროგრამა ArchiCAD-ში პროექტის განხორციელება.

ამასთან, სავალდებულოა ძირითადი მოდულის შესწავლა, რომელიც აერთიანებს დისციპლინებს: ხატვის, ფერწერისა და პლასტიკური ანატომიის სტუდიერ კურსებსა და ვიზუალური ხელოვნების თეორიულ-ანალიტიკურ კურსს. ძირითადი მოდულის ფარგლებში ისწავლება: აკადემიური ხატვის ძირითადი კანონები (კონსტრუქციული და პლასტიკური), ხატვის თეორიული და პრაქტიკული ელემენტები, ფორმის აგების ლოგიკა და სივრცის ორგანიზების ძირითადი პრინციპები. სახატავი მასალებით პლასტიკისა და ფაქტურის გადმოცემა. კოლორისტული ფერწერის უმნიშვნელოვანესი კანონები (ფერი, ტონი, კოლორიტი, განათება), ფერწერული მასალები (აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი) ტექნოლოგიური თავისებურებების დაცვით სხვადასხვა ტიპის ფერწერული ნამუშევრის შესრულება. ადამიანის მოძრაობისა და პლასტიკაზე მისი ხერხემლის, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემების გავლენის შესახებ ცოდნის გამოყენება შემოქმედებით მუშაობაში. მხატვრულ მიმდინარეობათა არსებითი ტენდენციების ანალიზი, კვლევა, პრობლემების წარმოჩენა; მხატვრული შემოქმედების პროცესის ანალიზი; მხატვრული ნაწარმოების სტრუქტურისა და სტილის ანალიზი

 

Icon Writing, Wood Carving and Metalwork Design

The Module of Icon Writing, Wood Carving and Metalwork Design integrates several compatible fields of art. These are:

  • Icon Writing. The course develops ability to create the icons of all types in accordance with the canon and the corresponding technological principles. Students become acquainted with the methods of conservation and restauration of the damaged icons and frescos as well.
  • Metalwork Design. The course builds the proficiency of designing the pieces of metal work exploiting a variety of appropriate techniques.
  • Wood Carving. The course teaches various techniques of wood carving. Students learn to design and manufacture exclusive pieces of wooden artwork by adhering to the technological processes and securuty rules.
  • Building Design. In this course students become capable of designing various types of buildings exploiting the architectural software ArchiCAD.

Alongside this, students are required to complete the basic module combining drawing, painting, plastic anatomy and the theory of art. Thus the courses of the basic module focus on:
The basic principles of academic drawing (both the constructive and plastic ones), its theoretical and practical aspects, the logic of shaping and the basic rules of space organization as well as rendition of plasticity and texture by means of drawing materials.
The main principles of painting (color, tone, coloring, lighting) and the production of works of art using various types of painting media (watercolor, gouache, tempera, oil).
The knowledge of human body (the spin and the system of bones and muscles), its motion and plasticity; ability to apply this knowledge in one’s own artistic practice.
The exploration of the essential tendencies and movements within the history of art; the practice of finding aesthetic solutions to visual issues and challenges; the ability to reflect on the creative process and analyse the structure and style of a piece of art.