ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტური მოხატვა, კერამიკა და მხატვრული მინის დიზაინი / Interior and Exterior Monumental Painting, Ceramics And Artistic Glass Design

interierisa-da-eqsterieris-monumenturi-moxatva

მოდულზე ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტური მოხატვა კერამიკა და მხატვრული მინის დიზაინი ისწავლება ხელოვნების რამდენიმე მომიჯნავე და ურთიერთთავსებადი დარგი, კერძოდ

  • სასწავლო კურსში მონუმენტური მოხატვა ისწავლება მონუმენტური მოხატვის სხვადასხვა სახეობისთვის ექსკლუზიური კონსტრუქციული და ფერითი ესკიზების შემუშავება არქიტექტურის გათვალისწინებით, ფერისა და ფორმის სწორად შერჩევით; კედლის ცალკეული ფრაგმენტების მოხატვა შემუშავებული ესკიზის შესაბამისად ტექნოლოგიური და ტექნიკური წესების დაცვით.
  • სასწავლო კურსში მონუმენტური კერამიკა ისწავლება მონუმენტური კერამიკის კომპოზიციის მრავალგვარი სახეობისათვის ექსკლუზიური კონსტრუქციული და ფერითი ესკიზების შემუშავება სპეციპიკური კომპოზიციური კანონების (სივრცობრივი აზროვნება, ფუნქციური და კონსტრუქციული გადაწყვეტის ერთიანობა, მასალა და სხვ.) გათვალისწინებით; ესკიზის შესაბამისად მზა მაკეტის მასალაში განხორციელება ტექნოლოგიური და ტექნიკური ნიუანსების დაცვით.
  • სასწავლო კურსში მხატვრული მინის დიზაინი ისწავლება მხატვრული მინის ნაკეთობების შემდეგი სახეობების შესრულება – მინის სუვენირები, ტიხარი მინაში, მინის დეკორატიული პანო, მინის დეკორატიული ქანდაკება, ტიფანის ტექნიკა, მინის მონუმენტური ფორმები ინტერიერსა დაექსტერიერისთვის, ესკიზის შესრულება მხატვრული მინის ამ სახეობების კომპოზიციური თავისებურებების გათვალისწინებით; მხატვრული მინის დიზაინის აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო მასალებით (მინა, შამოთი და სხვა) მინის დეკორატიული ტიხრის, მინის დეკორატიული პანოს, მინის ქანდაკების და ტიფანის ტექნიკით ნამუშევრის შესრულება ტექნოლოგიური პროცესების თავისებურებებისა და წარმოების რეჟიმის დაცვით.
  • სასწავლო კურსში ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი ისწავლება ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის კომპოზიციის შესრულება სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში ArchiCAD. აგების პრინციპებისა და ინტერიერისა და ექსტერიერისთვის დამახასიათებელი დეტალების გამოყენებით; ინტერიერისა და ექსტერიერის ურთიერთდამოკიდებულებისა და გარემოსა და სივრცესთან მათი კავშირის გათვალისწინებით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების (კაფე-ბარი, სასტუმრო) ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის პროექტის შესრულება კომპიუტერულ პროგრამაში ArchiCAD. ფერის, განათების, ავეჯისა და დეკორატიული ელემენტების (მონუმენტური მოხატვა, კერამიკა, მინა) გამოყენებით.

ამასთან, სავალდებულოა ძირითადი მოდულის შესწავლა, რომელიც აერთიანებს დისციპლინებს: ხატვის, ფერწერისა და პლასტიკური ანატომიის სტუდიერ კურსებსა და ვიზუალური ხელოვნების თეორიულ-ანალიტიკურ კურსს. ძირითადი მოდულის ფარგლებში ისწავლება: აკადემიური ხატვის ძირითადი კანონები (კონსტრუქციული და პლასტიკური), ხატვის თეორიული და პრაქტიკული ელემენტები, ფორმის აგების ლოგიკა და სივრცის ორგანიზების ძირითადი პრინციპები. სახატავი მასალებით პლასტიკისა და ფაქტურის გადმოცემა. კოლორისტული ფერწერის უმნიშვნელოვანესი კანონები (ფერი, ტონი, კოლორიტი, განათება), ფერწერული მასალები (აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი) ტექნოლოგიური თავისებურებების დაცვით სხვადასხვა ტიპის ფერწერული ნამუშევრის შესრულება. ადამიანის მოძრაობისა და პლასტიკაზე მისი ხერხემლის, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემების გავლენის შესახებ ცოდნის გამოყენება შემოქმედებით მუშაობაში. მხატვრულ მიმდინარეობათა არსებითი ტენდენციების ანალიზი, კვლევა, პრობლემების წარმოჩენა; მხატვრული შემოქმედების პროცესის ანალიზი; მხატვრული ნაწარმოების სტრუქტურისა და სტილის ანალიზი

Interior and Exterior Monumental Painting, Ceramics And Artistic Glass Design

The Module of Interior and Exterior Monumental Painting, Ceramics And Artistic Glass Design integrates several compatible fields of art. These are:

  • Monumental Painting. The course develops ability of sketching of the exclusive pieces of monumental painting in accordance with given architectural environment. Students learn to select the appropriate colour and shape for their sketch and to paint a fragment of a wall.
  • Monumental Ceramic. In this course students learn to sketch and produce exclusive pieces of various types of monumental ceramic by adhering to the specific compositional principles such as space organization, unity of functional and constructive solutions, material etc.
  • Artistic Glass Design. In this course students learn to design the pieces of the following types of glass art – glass souvenirs, glass cloisonné, decorative glass panel, decorative glass sculpture, tiffany technique, monumental glass works for interior and exterior space. Students become capable of exploiting the appropriate materials in accordance with the production specifics.
  • Interior and Exterior Design. The course builds the proficiency of designing the interior and exterior space by means of the architectural software ArchiCAD. Students become capable of designing the projects for interior and exterior design of the individual houses as well as the buildings for public use (such as restaurant or hotel). They learn to consider colour, lighting, furniture and decorative elements (monumental painting, ceramic, glass) for the intended project.

Alongside this, students are required to complete the basic module combining drawing, painting, plastic anatomy and the theory of art. Thus the courses of the basic module focus on:
The basic principles of academic drawing (both the constructive and plastic ones), its theoretical and practical aspects, the logic of shaping and the basic rules of space organization as well as rendition of plasticity and texture by means of drawing materials.
The main principles of painting (color, tone, coloring, lighting) and the production of works of art using various types of painting media (watercolor, gouache, tempera, oil).
The knowledge of human body (the spin and the system of bones and muscles), its motion and plasticity; ability to apply this knowledge in one’s own artistic practice.
The exploration of the essential tendencies and movements within the history of art; the practice of finding aesthetic solutions to visual issues and challenges; the ability to reflect on the creative process and analyse the structure and style of a piece of art.a