დაზგური ფერწერა და ენკაუსტიკა / Easel Painting and Encaustic

dazguri percera da enkaustika

მოდულზე დაზგური ფერწერა და ენკაუსტიკა ისწავლება ხელოვნების რამდენიმე მომიჯნავე და ურთიერთთავსებადი დარგი, კერძოდ

  • სასწავლო კურსში დაზგური ფერწერა და ენკაუსტიკა ისწავლება ნებისმიერი ჟანრის (ნატურმორტი, ინტერიერი, პეიზაჟი, პორტრეტი და სხვ.) დაზგური ფერწერის საავტორო ნიმუშის შესრულება ნებისმიერი ფერწერული მასალით, კომპოზიციური კანონების დაცვითა და ფერწერული მასალების ტექნოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით.
  • სასწავლო კურსში ნახატის კომპოზიცია ისწავლება ნახატის საავტორო კომპოზიციის გამომსახველობითი ელემენტების (სასურათო სიბრტყე, გეომეტრიული ცენტრი, ჰორიზონტის ხაზი, თავშეყრის წერტილი, ხედვის წერტილი და სხვ.) გამოყენებითა და ყველა სახატავი მასალით (ფანქარი, ნახშირი, სოუსი, ტუში, სანგინა, პასტელი და სხვ.) სახვითი ხელოვნების ნებისმიერი ჟანრის შესრულება კომპოზიციური კანონების დაცვით.
  • სასწავლო კურსში ენკაუსტიკის ხელოვნება, ისწავლება ნებისმიერი ტიპის საავტორო კომპოზიციის შესრულება ენკაუსტიკის საღებავებით და ტექნოლოგიური პროცესების ზუსტი დაცვით. სასწავლო კურსში ფერწერულ მასალათა ტექნოლოგია ისწავლება სხვადასხვა ტიპის გრუნტების დამზადება და მათი გამოყენება; ტემპერის საღებავების დამზადება და გამოყენება.

ამასთან, სავალდებულოა ძირითადი მოდულის შესწავლა, რომელიც აერთიანებს დისციპლინებს: ხატვის, ფერწერისა და პლასტიკური ანატომიის სტუდიერ კურსებსა და ვიზუალური ხელოვნების თეორიულ-ანალიტიკურ კურსს. ძირითადი მოდულის ფარგლებში ისწავლება: აკადემიური ხატვის ძირითადი კანონები (კონსტრუქციული და პლასტიკური), ხატვის თეორიული და პრაქტიკული ელემენტები, ფორმის აგების ლოგიკა და სივრცის ორგანიზების ძირითადი პრინციპები. სახატავი მასალებით პლასტიკისა და ფაქტურის გადმოცემა. კოლორისტული ფერწერის უმნიშვნელოვანესი კანონები (ფერი, ტონი, კოლორიტი, განათება), ფერწერული მასალები (აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი) ტექნოლოგიური თავისებურებების დაცვით სხვადასხვა ტიპის ფერწერული ნამუშევრის შესრულება. ადამიანის მოძრაობისა და პლასტიკაზე მისი ხერხემლის, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემების გავლენის შესახებ ცოდნის გამოყენება შემოქმედებით მუშაობაში. მხატვრულ მიმდინარეობათა არსებითი ტენდენციების ანალიზი, კვლევა, პრობლემების წარმოჩენა; მხატვრული შემოქმედების პროცესის ანალიზი; მხატვრული ნაწარმოების სტრუქტურისა და სტილის ანალიზი

Easel Painting and Encaustic

The Module of Panel and Encaustic Painting integrates several compatible fields of art. These are:

  • Easel Painting. The course develops ability to create the authorial pieces of panel painting of various genres (still life, interior, landscape, portrait etc.) utilizing various painting media and applying the principles of composition.
  • Image Composition. In this course Students learn to create artworks of any genre exploiting a variety of the compositional techniques (space organization, geometric center, horizon line, point of concentration, viewpoint etc.) and materials (pencil, charcoal, ink, sanguine, pastels etc.).
  • Encaustic. The course builds the proficiency of designing a variety of the authorial compositions exploiting the encaustic paints and adhering to the corresponding technological processes.
    Technology of the Painting Materials. The course teaches the manufacturing and using of various types of bases and tempera paint.

Alongside this, students are required to complete the basic module combining drawing, painting, plastic anatomy and the theory of art. Thus the courses of the basic module focus on:
The basic principles of academic drawing (both the constructive and plastic ones), its theoretical and practical aspects, the logic of shaping and the basic rules of space organization as well as rendition of plasticity and texture by means of drawing materials.
The main principles of painting (color, tone, coloring, lighting) and the production of works of art using various types of painting media (watercolor, gouache, tempera, oil).
The knowledge of human body (the spin and the system of bones and muscles), its motion and plasticity; ability to apply this knowledge in one’s own artistic practice.
The exploration of the essential tendencies and movements within the history of art; the practice of finding aesthetic solutions to visual issues and challenges; the ability to reflect on the creative process and analyse the structure and style of a piece of art.