სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი ჩამოყალიბდა 2007 წელს, მანამადე არსებული იგივე სახელწოდების კათედრის ბაზაზე. ცენტრი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული ფართო სპექტრის საგანმანათლებლო ერთეული, რომელსაც საქმიანობის ყველა ასპექტის მაღალ დონეზე განსახორციელებლად გააჩნია სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო შემოქმედებითი ბაზა (დარგობრივი სახელოსნოები). საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრმა შეიმუშავა ინტეგრირებული მიმართულებები, რომლებიც აერთიანებენ ურთიერთთავსებად დარგებს. ამგვარი ინტეგრაციით უზრუნველყოფილია მრავალმხრივი სპეციალისტის მომზადება. ამასთან ცენტრში შემუშავდა სახელოვნებო დარგში სადიპლომო პროექტის შესრულების სრულიად ახლებური პრინციპი. სახელდობრ იქმნება არა ინდივიდუალური, არამედ საერთო კონცეფციის მქონე ერთობლივი ჯგუფური პროექტები, რომლებშიც ერთიანდებიან სხვადასხვა სახელოვნებო დარგის სტუდენტები. ასეთი თანამშრომლობა ხელს უწყობს სტუდენტთა ტრანსფერული უნარების გამოვლენას და სადიპლომო ნამუშევრის მაღალ მხატვრულობას. მომავალში იგეგმება ამგვარი პროექტების შემდგომი დახვეწა-განვითარება და მათ განხორციელებაში უნივერსიტეტის სხვა სახელოვნებო ცენტრების სტუდენტთა ჩართვა, რაც ექსპერიმენტის სახით უკვე განხორციელდა 2010 წლის სადიპლომო ნამუშევრების დაცვის დროს მუსიკის ცენტრის სტუდენტებთან თანამშრომლობით. 2011-12 წლიდან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი განახორციელებს მიღებას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე, შემდეგი მიმართულებით: